logo
ENG



გურამ არუთინაშვილის თქმით, სამგორის მეტროსთან ბოთლი ესროლეს და "საცემრადაც გაიწივნენ"

15 აგვ 202215:36
3 წუთის საკითხავი
 

ვლოგერ გურამ არუთინაშვილის თქმით, სამგორის მეტროსთან, 3 ახალგაზრდა აგრესიული კაცი დაესხა თავს.

როგორც მან ფორმულას უთხრა, ერთ-ერთმა აგრესიულმა პირმა მას ბოთლი ესროლა, რომელიც თავში მოხვდა, შემდეგ კი "საცემრადაც გაიწივნენ".

არუთინაშვილის თქმით, ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე პატრულის თანამშრომელთან ერთადაა და საგამოძიებო და სასწრაფო ჯგუფებს ელოდება. 

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. 

 


close დახურვა